×
თაბაშირ მუყაოს ფილა
აკვაპანელის ფილა
ფითხი და წებოცემენტი
პროფილი
აქსესუარები
იზოლაცია
გრუნტი
AMF ამსტრონგი
კაპაროლის საღებავები
საბათქაშე (სალესი) მანქანა
დეკორატიული ბათქაში ფასადებისათვის
  • kshop

    დღეს-დღეობით სარემონტო სამუშაოების დროს, კერძოდ ოთახშორის კედლების აშენების, ჭეერის დამონტაჟებისა და გარშემო კედლების გასწორებისთვის, ფართოდ გამოიყენება „მშრალი მშენებლობის“ ტექნოლოგია კნაუფის თაბაშირ მუყაოს ფილების გამოყენებით. რა ტექნოლოგია ეს, რა არჩევანია გვაქვს მასალებში და რა დედებითი მხარეები აქვს ამ ტექნოლოგიას. ასევე ვისაუბრებთ ამ ტექნოლოგის გარშემო არსებულ მითზე, რაც ყველა პოპულარული ტექნოლოგის გარშემო დროთაგანმავლობაში მკვიდრდება საზოგადოებაში.

     

    „მშრალი მშენებლობის“ მთავარი ელემენტია თაბაშირ მუყაოს ფილები, ასევე ცნობილი როგორც „გიფსოკარდონი“, რომელსაც არა მხოლოდ პროფესიონალი მშენებლები იყენებენ მშენებლობის დორს, არამედ თვითონ მომხმარებლებიც თავის ხელით ამონტაჟებენ მას. ეს განპირობებულია მისი მონტაჟის სიმარტივით.

     

    თაბაშირ მუყაოს ფილები მრავალფეროვანი არჩევანი

     

     

    კნაუფი ამზადებს თაბაშირ მუყაოს ფილებს მრავალი მოდიფიკაციით, სხვადასხვა ტიპის ოთახებისთვის და მათში არსებული პირობებისთვის. ჩვეულებრივ მშრალ ოთახებში სადაც სინესტის მაჩვენებელი ძალიან დაბალია გამოიყენება სტანდარტული ტიპის ფილები, (რომლებიც გახლავთ კნაუფის ფილა 2500x1200x12.5 მმ / 2000x1200x12.5 მმ / 2400x1200x9.5 მმ). იმისთვის რომ მარტივად განვასხვაოთ ფილები დანიშნულების მიხედვით, ისინი შეღებილია სხვადასხვა ფრად. ამ შემთხვევაში სტანდარტული ფილები ნაცრისფერია.

     

    ოთახებში სადაც მომატებლია სინესტის მაჩვენებელი, მაგალითად სამზარეულო, სველი წერტილი ან ტუალეტი, გამოიყენება სპეციალური კნაუფის ნესტგამძლე ფილები (კნაუფის თაბაშირ–მუყაოს ნესტგამძლე ფილა 2000x1200x12.5 მმ / 2500x1200x12.5 მმ ), რომლებშიც დამატებულია სპეციალური დანამატები, იმისთვის რომ შემცირდეს მასალის მიერ წყლის შეწოვა. კნაუფის თაბაშირმუყაოს ნესტგამძლე ფილების მუყაოს ზედაპირს აქვს მწვანე ფერი, რაც იდეალურ ზედაპირს აძლევს მას იმისთვის, რომ დავიტანოთ მასზე მრავალი ტიპის ხსნარები (ფითხი, შპალერი, საღებავი, კერამიკული ფილები და ა.შ.).

     

    ისეთ სივრცებში სადაც აუცილებელი სახანძრო ნომრების დაცვა, გამოიყენება კნაუფის თაბაშირ მუყაოს ცეცხლგამძლე ფილები (კნაუფის ცეცხლგამძლე ფილა 2500x1200x12.5მმ). მისი მთავრი მიაზანია მოახდინოს ხანძრის გავრცელების ლოკალიზაცია მისი გაჩენის ადგილას, რაც დროს მისცემს მეხანძრბს რომ მინიმალური ზარალით მოასწრონ ხანძრის ჩაქრობა. ცეცხლგამძლე ფილების ზედაპირი ვარდისფერი.

     

    ასევე კნაუფს აწარმოებს მაღალი სიმტკიცის ფილას, რომელიც აერთიანებს ერთმანთში ნესტგამძლეობის და ცეცხლგამძლეობის თვისებებს (კნაუფის ფილა Megaboard 2500x1200x12.5). ის შეფერილია რუხი-ლურჯი ფრად და დამზადებულია სპეციალური მყარი და ცეცხლგამძლე ნარევებისგან. მისი მუყოას ზედაპირი იმდენად გლუვია რომ ხშირ შემთხვევაში არ სჭირდება მთლიანი ზედაპირის გაშპაკვვლას. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შიდა ტიხრების ამოშენების, კედლების დაფარვის ან ჭერის დამონტაჟების დროსაც.

    მოკლედ ჩამოვურბინოთ დანარჩენ კნაუფის ფილებსაც: კნაუფის აკუსტიკური ფილა რომელსაც დამატებითი ხმისაიზოლაციო უნარი გაჩნია, კნაუფის რენტგენის ფილა რომლიც, გამოიყენება სპეციფიური სივრცეებში, ელექტრომაგნიტურ და რადიაციული გამოსხივების საწინააღმდეგოდ და კნაუფ Diamant-Regular - რომელც ფილებ შორის ყველაზე დიდი სიმყაარით და დარტყმაგამძლეობით გამოირჩევა, ასევე მასაც აქვ ნესტგამძლეობის და ცეცხლგამძლეობის უნარიც.

     

    ზემოთ ჩამოთვლილი ყვლეა კნაუფის თაბაშირ მუყაოს ფილები მზადდება ეკოლოგიურად სუფთა ნივთიერებებისგან და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.

     

     

    შესაძლებელია თუ არა მძიმე ნივთების დაკიდება თაბაშირ მუყაოს კედელზე?

     

     

    ფართოდაა გავრცელებულია მითი რომ, თაბაშირ მუყაოს კონსტრუქციაზე არ შეიძლება მძიმე ნივთების დაკიდება, რაც რეალობას არ შეესაბამება. მთავარია გამოვიყენოს სწორი სამაგრები კერძოდ - დუბელი Hartmut M5/60, მასზე უპრობლემოდ შესაძლებერია, რომ დავკიდოთ ტელევიზორი, მძიმე სარკე, კედლის კარადა ან წიგნების თაროც კი. ერთი ესეთი დუბელი ერთფენიანი კედლის შემთხვევაში 35 კილოგრამამდე წონას უძლებს, ორფენიან კედელზე კი ეს მაჩვენებელი 65 -თი კილოგრამია. ჭერის შემთხვევაში 6 კილომდე წონის ჩამოკდებაა შესაძლებელი ერთ ცალ დუბელზე რაც საშუალებას გვაძლევს ჩამოვკიდოდ საკმოდ დიდი ჭაღებიც.

     

    მარტივი და მრავალფუნქციური მონტაჟი

     

     

    კნაუფის ფილების უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს სახლისა თუ სამუშაო სივრცის დეკორატიულ გაფორმებისთვის. ოთახების გეგმარების შეცვლა და ზონირება, არცერთი სხვა ხერხით არ არის ესეთი მარტივი და სწრაფი. მისი დახმარებით სულ რამოდენიმე დღეში შესაძლებელია სახლის ყველა ოთახის გატიხვრა, ჭერის დამონტაჟება, რთული დეკორაციული ელემენტების შექმნა და შიგნით განათების სისტემების ინტეგრაცია. კნაუფის ფილებით ასევე შესაძლებელია კედლების იდეალურად გასწორება ან გარკვეული არქიტექტურილი ფორმების შქმნა, როგორიც არი მაგალითად: მომრგვალებული კედლები, თაღები, სათავსოები, საკომუნიკაციო ყუთები და მრავალი სხვა.

     

    ხმის იზოლაცის უნარი

     

     

    აწყობილ ტიხარს და დამონტაჟებულ ჭერს თაბაშირ მუყოას ფილების დახმარებით, თავისთავად გაჩნია კარგი ხმის საიზოლაციო უნარი, მაგრამ შესაძლებელია ამ ნიშნულის ბევრად გაუმჯობესება, ორფენიანი ან სამფენიანი კონსტრუქციების დამზადებით რაც დაიცავს სივრცეს გარე ხმების შემოღწევისგან.

     

     

    დამტებითი მახასიათლები იხილეთ - კნაუფის ტიხარი, კნაუფის ჭერი.

     

    რათქმაუნდა ყველა შემთხვევა ინდივიდუალირი, რამდენ ფენიანი კედელი იქნება თქვენს შემთხვევაში იდეალური დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ხმარუან გარემოშია შენობა-ნაგებობა, რამდენად სქელი გარე კედლებია გამოყენებულია თუ არა სხვა საიზოლაცი მასალა მშენებლობის დროს და თქვენივე ოთახებშორსი რამდენად იზოლირე გინდათ რომ იყოთ.

     

     

    სანდო და გამძლე

     

     

    კანუფის ფილებით შექმნილი ინტერიერი დიდიხნით დაგავიწყებთ რემონტზე და მისთვის საჭირო მასალებზე ფიქრს, რადგან ტექოლოგის სწორად გმაოყენებისა და სწორი დანიშნულების მსალების შერჩვით, თქვენ მიიღებთ გარენტირებულ შედეგს. კნაუფის მასალების ხარისხი და გრძელვადიანი ეკსპლოატაცის უნარი მრავალჯერ არის შემოწმებული არა მოხლოდ ჩვენს ქვეყანაში არამედ თვითონ მაწარმოებელთან, გერმანიაში როგორც არსებულ ობიქტებზე ასევე ლაბორატორიაში სპეციალური ცდების მეშვეობით. ფრაზა „გრემანული ხარისხის“ არის ბრენდი, რომელიც პროდუქცის უმაღლეს ხარისხს აღნიშნავს და კნაუფის მასალები ამას ყოველდღურად ამტკიცებენ.

     

     

     

     

    სტატიის ავტორი , 2022-01-26