საღებავი Amphibolin B1 10 LT


410

დანიშნულება

 

 

მრავალფუნქციური ფასადის და ინტერიერის საღებავი. მინიმალური ემისიით და მაღალი ადჰეზიურობით, არ შეიცავს გამხსნელებს, იცავს ზედაპირს გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან. გამოდგება თითქმის ყველა სახის ზედაპირისათვის. გარე სამუშაოებისათვის: გამოიყენება შემდეგი ზედაპირების დასაფარად: PII და PIII-ის ჯგუფის ცემენტის ხსნარის მინერალური ბათქაში, ბეტონი, აგურ/კრამიტი, ბოჭკოვანი ცემენტის ფილები, მზიდუნარიანი ძველი დანაფარები, მოთუთიებული ზედაპირები, მყარი პოლივინილ ქლორიდი. არ არის განკუთვნილი თბოსაიზოლაციო სისტემებთან მუშაობისთვის. შიდა სამუშაოებისას: მაღალი ცვეთამედეგობის, სტრუქტურის შემანარჩუნებელი დანაფარის შესაქმნელად, განსაკუთრებით დიდი დატვირთვის მქონე Capaver-ის მინა-შპალერებზე. სინათლის არეკვლის კარგი უნარის გამო საუკეთესო არჩევანია სუსტი განათების მქონე დერეფნების, კიბის უჯრედების, სათავსოებისათვის, სახელოსნოებისათვის და მიწისქვეშა ავტოსადგომებისათვის. კარგად ირეცხება წყლით და არის მადეზინფიცირებელი საშუალებების მიმართ მედეგი.

 

 

გამოყენების სფეროები

სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, ოფისები და ა.შ.

თვისებები

 

  •        მინიმალური ემისია (გაფრქვევა), არ შეიცავს გამხსნელებს,
  •        არ შეიცავს დაორთქლების ხელშემწყობ  და აქტიურად  ცარცვად ნივთიერებებს,
  •        წყალდშიხსნადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო,
  •        სუსტი სუნის მქონე,
  •        ძლიერი დაცვა კლიმატური ზემოქმედებისადმი,
  •        სველი მოხეხვისადმი მედეგობა-- კლასი 1, DIN EN 13300 -ის შესაბამისად,
  •        ფარვის უნარი  - 2 კლასი, 8 მ 2/ლ ან 120 მლ/მ 2,
  •        ძლიერი წვიმისადმი მედეგი, წყალგაუმტარობა DIN 4108-ის მიხედვით,
  •        მაღალი ადჰეზიის უნარით,
  •        არ ყვითლდება,
  •        ტუტის  მიმართ მედეგი, ამავე დროს - არ ისაპნება,
  •        ქმნის თხელ  ფენას  სტრუქტურის  მაქსიმალური შენარჩუნებით,
  •        კარგად ექვემდებარება წმენდას და გამოირჩევა წყლის სადეზინფექციო და საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ გამძლეობით,
  •        დასამუშავებლად მარტივი,
  •        შეიცავს სპეციალურ ფოტოკატალიტურად მოქმედ პიგმენტებს.

 

საღებავის ბაზა

100 % სუფთა აკრილის პოლიმერული დისპერსია DIN 55945-ის მიხედვით.


გაზიარება:

ფასი
410
ნანახია
919
(5.0)