ტიხრები ლითონის კარკასზე წარმოადგენენ ერთმაგ(W-111, W-112, W-113, W-118, K-234) ან ორმაგ (W-115, W-116) კარკასებს ორმხრივი შემოსვით კნაუფის თაბაშირმუყაოს ფილებისა და ტენმდეგი თაბაშირმუყაოს ფილებისაგან. ცეცხლგამძლე თაბაშირმუყაოს ფილებისა და ცეცხლგამძლე-ტენმდეგი თაბაშირმუყაოს ფილებისაგან.
კარკასი უერთდება ოთახის კონსტრუქციის ელემენტებს.შემოსვა შეიძლება იყოს ერთშრიანიდან სამშრიან შემოსვამდე .
თუ არსებობს განსაკუთრებული მოთხოვნები ბგერა-თბო და ხანძარსაწინაღო დაცვის მიმართ, მაშინ შეიძლება ღრუ კედლებში ჩაშენებული იყოს საიზოლაციო მასალები, და ასევე ელექტრო-სანიტარული მოწყობილობები.