×
თაბაშირ მუყაოს ფილა
აკვაპანელის ფილა
ფითხი და წებოცემენტი
პროფილი
აქსესუარები
იზოლაცია
გრუნტი
AMF ამსტრონგი
კაპაროლის საღებავები
საბათქაშე (სალესი) მანქანა
დეკორატიული ბათქაში ფასადებისათვის
kshop

Კნაუფის ტიხრები ერთმანეთისგან განსხვავდება ფილების რაოდენობით, კონსტრუქცის სისქით და დიზაინით. ყველა ტიხარში გამოიყენება knauf-ის  საიზოლაციო მინერალური ბამბა. Კონსტრუქციების ტიპები: 

 

C 111 - გარსის ერთი ფენით. Ეს არის მინიმალური სისქისა და დატვირთვისადმი არასტაბილური ტიხარი. Ეს კონსტრუქცია არ ითვლება სრულფასოვან კედელად, მას იყენებენ ძირითადად დეკორაციული კედლების აგებაში და ზონირებაში.

 

C 112 - გარსი ორ ფენად - თითოეულ მხარეს ერთ ჩარჩოზე.

 

C 121 და C 122 კონსტრუქციები მსგავსია ზემოთ აღწერილი ორისა. განსხვავება ისაა, რომ პროფილების ნაცვლად ხის სხივებს იყენებენ კონსტრუქციისთვის.

 

C 115 - ტიხარი ორმაგი ჩარჩოთი, აგებულია თაბაშირ მუყაოს ორი ფენით. ეს საშუალებას იძლევა, კონსტრუქციის სისქის გაზრდით, მოათავსოთ მასში მინერალური ბამბის ორმაგი ფენა. მისი მახასიათებლებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ რომ ის არაფრით ჩამოუვარდება აგურით ნაშენებ კედელს.

 

 

 

C 116 - ასევე შესრულებულია ორმაგი ჩარჩოზე და მათშორის დაშორებით. მის შიგნით დარჩენილი სივრცე, იძლევა საშუალებას რომ მასში დაიმალოს კომუნიკაციები(წყლის მილები და ა.შ). 

 

C 113 ან C 367 - ტიხრები სამმაგი კანით. განკუთვნილია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საჭიროა სხვადასხვა ტიპის თაბაშირ მუყაოს გამოყენება: ნესტგამძლე, ცეცსლგამძლე და სტანდარტულის სხვადასხვა კომბინაციით.

 

კნაუფის სისტემები - ტიხარი

კნაუფის სისტემები - ჭერი

 

 

 

 

სტატიის ავტორი , 2022-05-07