ორიოდე სიტყვით გვინდა მოგითხროთ ჩვენი პარტნიორი კომპანიის შპს პროფსისტემის შესახებ. კომპანია 2013 წლიდან ახორციელებდა სხვადასხვა საქმიანობას, ხოლო 2016 წლიდან მან შეიცვალა პროფილი და ძირითადი საქმიანობის სფერო გახდა თაბაშირ მუყაოს სამონტაჟო სისტემებისთვის საჭირო პროფილებისა და აქსესუარების წარმოება. წარმოება ხორციელდება ბოლო თაობის დანადგარებით, რომლის ინსტალაციაც განხორციელდა უკრაინელი და თურქი სპეციალისტების მიერ. პროფსისტემის პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარული გახდა, რასაც განაპირობებს პროდუქციის მაღალი ხარისხი,რაც დასტურდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით. პროდუქციის პარამეტრები (სიგრძე სიგანე სიმაღლე, მეტალის სისქე) იდენტურია კნაუფის ანალოგიური პროდუქციის მონაცემებისა. 2018 წლიდან პროფსისტემის პროდუქცია გადის ექსპორტზე აზრებაიჯანის რესპუბლიკაში. 2019 წელს განხორციელდა რამოდენიმე მილიონიანი ინვესტიცია: კომპანიამ თბილისში შეიძინა 47000 კვ.მ მიწის ნაკვეთი , საწარმოო შენობა ნაგებობებით,ასევე მანქანა დანადგარების რამოდენიმე კომპლექტი, 2020 წელს კომპანიას დაგეგმილი აქვს რამოდენიმე ახალი პროდუქტის გამოშვება, რომელიც გაიყიდება საქართველოს ბაზარზე და ასევე ექსპორტით გავა კავკასიის რეგიონში
სტატიის ავტორი გ.ს, 2020-03-30