Knauf – ტიფენგრუნდი
➡ მზა დასაგრუნტი მასალა, სწრაფი გაშრობის, ორთქლგამტარი, პოლიმერული დისპერსიის ბაზაზე.
განკუთვნილია საფუძვლის დასამუშავებლად ზედაპირის გამაგრების, მისი შეწოვისუნარიანობის შემცირებისა და ადჰეზიის გაუმჯობესების მიზნით საბოლოო საფარის (ფითხი, საღებავი, შპალერი), კერამიკული ფილების და სხვ. დაგების წინ.
მისი მაღალი შეღწევადობის გამო კარგად გამოიყენება წვრილფორიანი მასალების დასაგრუნტად.
➡ Knauf – ტიფენგრუნდი შემდეგი ზედაპირების დასამუშავებლად გამოიყენება:
✅ თაბაშირმუყაოს და
თაბაშირბოჭკოვანი ფილები
✅ თაბაშირის და ცემენტის ბათქაშები
✅ თაბაშირის ღარქიმიანი ფილები
✅ თაბაშირმუყაოს და
თაბაშირბოჭკოვანი ფილების
ნაკერები, თაბაშირის ფითხით
დამუშავებამდე
✅ თაბაშირის და ცემენტის მოჭიმვა
შიდა და გარე სამუშაოებისთვის.